გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს „ადამიანის უფლებათა ოფისის“ მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე მინიმუმ 364 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვია. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი ოდენობაა 80-ზე მეტია.

„სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის, მათ შორის მძიმე არტილერიის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, გამოყენებით, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია საბოლოო არ არის, რადგანაც მსხვერპლი გაცილებით დიდია. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ უკრაინის სახალხო დამცველის ოფისმაც გაავრცელა.

მსგავსი თემები