თიკა კანდელაკი შესაძლოა დააპატიმრონ

უკრაინის პროკურატურა თიკა კანდელაკზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას გეგმავს. საუბარია კანდელაკის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებასა და ომის პროპაგანდაზე.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, კანდელაკის პროცესუალური სტატუსი უკრაინაში იქნება – პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში.

„უკრაინული ხელისუფლება მას სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილში ადანაშაულებს, რაც გულისხმობს: “კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან დამხობის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის/საზღვრების შეცვლის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსებას” – აცხადებს პროკურორი.

 

მსგავსი თემები