კიევში რუსულმა ჯარებმა მანქანა დაცხრილეს – დაღუპულია 7 წლის ბავშვი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 26 თებერვალს ოკუპანტების დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა მანქანას ესროლა, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა სამი ბავშვით.

შემთხვევა ელენა ტალიჰას ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც მე-4 კლასელი პოლინა და მისი მშობლები სროლის შედეგად მოკლეს, დანარჩენი ბავშვები კი დაჭრეს.

დაჭრილთა მდგომარეობა მძიმეა, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. დაღუპული გოგოს და კიევის კლინიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. მას ტყვიის სროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანება აქვს.

მსგავსი თემები