რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ – სამხედროები ქალაქის ცენტრში არიან

BBC-ის ინფორმაციით, რუსული ჯარები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში შევიდნენ.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული მსუბუქი სამხედრო მანქანები ქალაქში შეიჭრნენ. ის მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვს.

“არ დატოვოთ თავშესაფრები! უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მშვიდობიან მოსახლეობას ვთხოვთ, არ გამოვიდნენ ქუჩებში”, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

 

 

მსგავსი თემები