სვანეთის მოსახლეობა ხატზე ფიცის დასადებად მზად არის

სვანეთის მოსახლოება ხატზე ფიცის დასადებად მზადებას იწყებს. მესტიაში მოსახლეობამ უშუქობა გააპროტესტა, რის შედეგადაც მძიმე ზამთარში, თანაც პანდემიის პირობებში უშუქოდ დარჩენას ხატზე ფიცის დადება ამჯობინა.

სვანეთის მოსახლეობას მოუწევს ხატზე დაიფიცოს, რომ მაინერებს გამორთავენ, ამ ეტაპზე მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან ელექტროენერგიის მიწოდება იმდენად არის შემცირებული, რომ მესტიელები იმ დროსაც კი, როცა დენი არ ქრება, მის გამოყენებას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივები პასუხს ხელისუფლებისგანაც მოითხოვენ, თუმცა დასძენენ რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.

მოსახლეობის უკმაყოფილება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა რაც ენერგო პრო ჯორჯიამ  არსებულ პრობლემების შესახებ საჯაროდ განაცხადა და სვანეთის მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდაც არ გამორიცხა.

 

მსგავსი თემები