ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 646 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარა – 213, იმერეთი – 439, ქვემო ქართლი – 110, შიდა ქართლი – 171, გურია – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 227, კახეთი –148, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.