,,ქვეყანაში მორალი რომ არსებობდეს, დღეს მიშა რომელიმე კლინიკაში უნდა იყოს” – ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

მიხეილ სააკაშვილის მამა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს დეპოლარიზაციისთვის მყისიერი ნაბიჯები გადადგას.

,,მორალი არ არის ქვეყანაში, მორალი რომ იყოს, დღეს მიშა უნდა იყოს უკვე რომელიმე კლინიკაში. იმედი მაქვს ჩემი თავის, ოჯახის, ძმების. ეს არის ფაქტიურად ის გუნდი, რომელიც სათავეში უნდა ედგეს მისი გათავისუფლების პროცესებს. მოვისმინე ქალბატონი ზურაბიშვილის ესეთი ფრაზა: “პოლარიზაცია მოხდება” – ნურას უკაცრავად, ქალბატონო პრეზიდენტო, კი არ მოხდება, პირიქით,  დეპოლარიზაცია მოხდება”, – აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.

ნიკოლოზ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად  უარესდება.

,,მიდის სრული რეგრესი მისი ჯანმრთელობის, ყურს არავინ არ იბერტყავს და არავის აღარ უშვებენ.  რატომ არ გამოდის არც ერთი ანალიზი თუნდაც ადვოკატების ხელით, რომ ექიმებმა ჩაიხედონ, ექიმებს შიგნით არ უშვებენ – ესე იგი, რაღაც სადღაც ძაღლის თავია ჩამარხული.

ყველას აქვს უფლება, იცოცხლოს და იყოს ჯანმრთელი და ამ უფლებას ჩვენი ხელისუფლება, ყოფილ პრეზიდენტს, დღევანდელ პრეზიდენტს, ქვეყნის გადამრჩენელს არაფერს უკეთებს”, – აღნიშნავს ნიკოლოზ სააკაშვილი.

მსგავსი თემები