თეიმურაზ II -ის დაკარგული უნიკალური პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

  •  

მეფე თეიმურაზ მეორეს პორტრეტი საქართველოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდაა. დედოფალ ელისაბედის დავალებით, ალექსანდრე ანტროპოვის მიერ, 1761 წელს შექმნილი ტილო არა მხოლოდ საქართველოს საგანძური, არამედ მსოფლიო შედევრების ნაწილია.

“სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ დაკარგული საგანძური დავიბრუნეთ, მეფის პორტრეტი, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო”,- აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.

მათივე ინფორმაციით, უნიკალური ტილო ფონდმა „ქართუმ“ 38 400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების სასახლეს გადასცა.  მოლაპარაკებები 1Stdibs გალერეასთან  მიმდინარეობდა.  ამიერიდან, თეიმურაზ მეფის პორტრეტი მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის და მეფე გიორგი მეთორმეტის ფერწერულ ტილოებს შორის განთავსდება.

პორტრეტი ხელოვნების სასახლეში 25 ოქტომბრიდან გამოიფინება და 2 დღის განმავლობაში ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება ქართველი მეფის უნიკალური პორტრეტის საკუთარი თვალით ხილვა.

მსგავსი თემები