დეზერტირების ბაზარში საშიში ხორცი განადგურდა, მეწარმეს კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტომ აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მორიგი მონიტორინგი განახორციელა. შედეგად, განადგურდა უვარგისი ხორცი და მეწარმეს საქმიანობა შეუჩერდა.

როგორც სააგენტოდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, ამჯერად შემოწმება „დეზერტირების ბაზრის“ პერიმეტრზე განხორციელდა.

„თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები. შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“).ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“ – აცხადებენ სააგენტოში.

მსგავსი თემები