„თუ ასე გაგრძელდა, ე.წ. კოვიდპასპორტები ფორმალობად დარჩება“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

„ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ „კოვიდ პასპორტი“ არის კიდევ ერთი ფორმალური რეგულაცია“ – ეს განცხადება ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. როგორც ექიმი აცხადებს, ვირუსგადატანილებისთვის „კოვიდპასპორტი“ 6 თვიანი ვადით უნდა გაიცეს და არა უვადოდ.  

„კოვიდპასპორტი, ისევე როგორც ნებისმიერი რეგულაცია, რადგანაც დავაწესეთ უნდა აღსრულდეს. არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს განცდა, რომ ეს არის კიდევ ერთი ფორმალური რეგულაცია, რაც სამწუხაროდ, დღეს სახეზეა. არ აქვთ განცდა, რომ ეს არის აუცილებლობა. მიეჩვივნენ, რომ თუ დაარღვევენ რეგულაციების, მასი ჩამოწერა მოხდება. შესაბამისად, მის მას არ იცავენ. თუ ასე გაგრძელდა, კოვიდ პასპორტი ფორმალობად დარჩება და გაუარესებულ ვითარებას მივიღებთ“ – განაცხადა ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაცვლელია.

„საერთოდ არ იყო აუცილებელი ორმაგი სტანდარტი. ყველა ერთ აზრზეა კოვიდპასპორტების ვადებთან დაკავშირებით და მაინც ეს შედეგი დადგა. სწრაფად გადასახედია ეს საკითხი. სხვა ქვეყნების მსგავსად, გადატანილებისთვის  6 თვიანი უნდა იყოს კოვიდპასპორტი“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.       

მსგავსი თემები