სალხინოს მამათა მონასტერში ხმაურია, სასულიერო პირები პოლიციაში გადაიყვანეს

  •  

ამ წუთებში, სალხინოს მამათა მონასტერში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე ხმაურია.

გამთენიისას, 06:00 საათზე, როცა ლოცვა მამაოები ტაძარში ლოცვას ატარებდნენ, ადგილზე მივიდა მეუფე სტეფანე ჩოხოსნებთან ერთად, რომლებმაც სასულიერო პირები, ტერიტორიიდან გააძევეს. საუბარია იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც მეუფე სტეფანემ ტაძრიდან განკვეთა, გააძევა და რომელთაც ტაძრის დატოვების ვადა გუშინ ამოეწურათ.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდმცველები არიან მობილიზებულები. სალხინოს მონასტრის ეზოში ამ ეტაპისთვის არავის უშვებენ, შიგნით იმყოფება მეუფე სტეფანე. რამდენიმე სასულიერო პირი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

მსგავსი თემები