რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

მარტვილში, სალხინოს მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ის სასულიერო პირები, რომლებიც მეუფე სტეფანემ განკვეთა, დღეს დილით, ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ. პოლიციაში გადაიყვანეს.  

არსებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში 4 სასულიერო პირი იმყოფება და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ განკვეთილ სასულიერო პირებს, ეპარქიის ტერიტორია გუშინ უნდა დაეტოვებინათ.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სასულიერო პირთა ნაწილი ისევ ტაძრის მიმდებარედ რჩება და აცხადებენ, რომ საკუთარი სურვილით ტერიტორიას არ დატოვებენ, რადგან, ეპარქიაში მათი დიდი წვლილია.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სტეფანემ ეპარქიიდან 15-მდე სასულიერო პირი განკვეთა და მათ ეპარქიაში ცხოვრებაც აუკრძალა. როგორც ბალდის მონასტრის ერთ-ერთი განკვეთილი მამაო, მამა ათინოგენმა მდივანი აცხადებს,  სალხინოს მამათა მონასტრის განკვეთილმა მღვდელმსახურებმა საპატრიარქოდან მიიღეს წერილი, რომ 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ მონასტერი, თუმცა აღნიშნულზე უარი განაცხადეს.

მსგავსი თემები