გიგი უგულავა 2 000 ლარით დააჯარიმეს

  •  

​კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს.  ის სს კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით დაჯარიმდა.

საუბარია 2 დღის უკან, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, სადაც გიგი უგულავა მივიდა და სიტყვითაც გამოვიდა. გიგი უგულავა კოვოდინფიცირებული იყო, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა, იზოლაციის წესები 2 კვირიანი პერიოდის დასრულებამდე დაარღვია.

როგორც გიგი უგულავამ აქციაზე განაცხადა, არ შეეძლო იქ არ ყოფილიყო. ასევე აღნიშნა, რომ ტესტი ჩაიტარა და ვირუსი არ დადასტურდა.    

უგულავამ სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხიც კი  გამოაქვეყნა. „მე სრულად ვარ ჯანმრთელი, ასე ვიყავი 14 ოქტომბერსაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები