„ყოველ ჯერზე ხელახლა ვიკრებდი ძალას ბრძოლის გასაგრძელებლად, – #freeMisha “ – თორნიკე მამალაძე

  •  

„ბოლო 4 წელი და 8 თვე ჩემი ცხოვრება უსამართლოდ დატყვევებული ჩემი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის თავისუფლების ძიებას მივუძღვენი. ძალიან რთულია ეს გზა. ამ ყველაფერს თან ახლავს, პერიოდულად, იმედგაცრუება, დემოტივაცია, ფიქრი იმისა, რომ არაფერი გამოვა…. მაგრამ ყოველ ჯერზე ხელახლა ვიკრებდი ძალას ბრძოლის გასაგრძელებლად,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე წერს.

მამალაძე მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს:

„გადაუჭარბებლად გეტყვით, რამდენიმე დღეა, გამიორმაგდა ბრძოლის ჟინი. ჩემს ძმასთან ერთად კიდევ ერთი კაცის თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლო. ვერ წარმოიდგენთ რამდენ საერთო თვისებას ვხედავ ამ ორ ადამიანს შორის.

ისინი ორივე შეუპოვრად ებრძოდნენ გამხრწნელ კორუფციას და მექრთამეობას – ერთი ეკლესიაში და მეორე მთლიანად სახელმწიფოში.

მათი მისწრაფება იყო – უკეთესი გამხდარიყო ეკლესია და სახელმწიფო. დაბოლოს, ორივე მათგანი მზაკვარი, ბოროტი ადამიანებისგან იდევნება. ჰოდა, თქვე ფარჩაკებო, არც ძმას დაგითმობთ და არც პრეზიდენტს! #freeMisha“, – წერს მამალაძე.

ფოტო – “მეტრონომის”

მსგავსი თემები