“ყველა ორსულს მოვუწოდებ, აუცილებლად გაიკეთონ Pfizer-ის ვაქცინაცია” – დავით გაგუა

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გაგუა ორსულებს “ფაზიერის” ვაქცინაციის რეკომენდაციას აძლევს. მისი განმარტებით, ვაქცინა ორსულებს რეანიმაციისგან და სიკვდილისგან იცავს.

“არამარტო ჩემი, ეს არის ყველა მეან-გინეკოლოგის მოწოდება, როცა “ფაიზერმა” გაიარა ავტორიზაცია, უსაფრთხოება არის დაცული ყველა დონეზე, არის ცალსახა მოწოდება, ყველა ორსული უნდა აიცრას. ვაქცინამ შესაძლოა სრულად ვერ დაგვიცვას დაავადებისგან, მაგრამ მძიმე მიმდინარეობისგან, რეანიმაციისგან და სიკვდილისგან დაგვიცავს. ამიტომ მე ყველა ორსულს მოვუწოდებ, აუცილებლად გაიკეთონ “ფაიზერის” ვაქცინაცინა,”- განაცხადა დავით გაგუამ.

მსგავსი თემები