“ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები არ არის მოსკოვში, ის ვლადიკავკაზშია“ – გრიგორი კარასინი

„უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ვინაიდან ეს პრობლემა წარმოიშვა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“ – აცხადებს  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და იმ ადგილსაც ასახელებს, სადაც  არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ინახება.

„ტრაგედია არ უნდა განმეორდეს. შეხვედრაზე ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე განმარტებები სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა გააკეთა. ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც არის შესაძლებელი. მთავარია და აუცილებელი, რომ საქართველო ესაუბროს სამხრეთ ოსეთს. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების საკითხს, ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა ექსპერტიზა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ვინაიდან ეს პრობლემა წარმოიშვა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კარასინმა.

მსგავსი თემები