ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის ნაგებობა მოწესრიგდა

საქართველოს მელიორაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაციის შედეგად, მიმდებარე ტერიტორია დაცული იქნება დატბორვისგან.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფზე არსებულ სარეგულაციო კედლებს, შეკეთდა სათავე ნაგებობის წყალმიმღები კამერა და სწრაფმდენი; რკინაბეტონის პერანგით გაძლიერდა დაზიანებული სათავე ნაგებობის განაპირა და შუალედი ბურჯები; ფარების მართვა აღიჭურვა დისტანციური მართვის სისტემით და კონტროლდება ვიდეო კამერების საშუალებით, რაც საშუალებას იძლევა უხვი ნალექის დროს,  მინიმალურ დროში მოხდეს რეაგირება და წყლის მიწოდების რეგულირება. ასევე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო 255 მეტრი სიგრძის გაბიონი. 

პროექტის  ღირებულებაა  1 125 000 ლარი

სამელიორაციო ობიექტზე ჩატარებულ სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი   დავით წითლიძე გაეცნო.

მსგავსი თემები