MAN-ის მარკის ავტობუსების მგზავრები უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, თბილისისთვის მუნიციპალურ ავტობუსებში, უფასო, უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება და ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ინტერნეტმომსახურებით მხოლოდ, გერმანული კომპანია MAN -ის ავტობუსების მგზავრები ისარგებლებენ.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრისას მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ გულისხმობს. ტრანსპორტის განვითარების ნაწილია მისი დამატებითი სერვისებით აღჭურვა.

” მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, MAN-ის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ “, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.

მსგავსი თემები