მოსახლეობა ძირითადად სალომე ზურაბიშვილის საშინაო და საგარეო კურსით ინტერესდება

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებელი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი, ამომრჩევლებთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად იგი აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მოსახლეობას პოლიტიკურ საკითხებთან ერთად ის მუნიციპალური პროექტებიც აინტერესებს, რაც კონკრეტულად მათ ეხებათ.

რაც შეეხება ამომრჩევლების ინტერესის პოლიტიკურ ნაწილს, დეპუტატს ძირითადად განმარტებები იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოუწია, რაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის საგერეო ორიენტაციასა და კურსს შეეხებოდა.


„ბუნებრივია, რომ მოსახლეობის ინტერესი მაღალია იმ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვრცელდება. ძირითადი კითხვები უკავშირდება არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრორუსული ორიენტაციის, როგორია მისი საშინაო და საგარეო კურსი, ვისაუბრეთ მის წარსულ საქმიანობასა და გამოცდილებაზე, მის დასავლურ კურსზე, იმაზე, რომ ის არის საკმაოდ მტკიცე ქალბატონი და დასავლური კურისი მატარებელი. ასევე, ადგილობრივების ერთ-ერთი ძირითადი ინტერესი იყო სკვერებისა და სტადიონების მოწყობა, რაც მიმდინარე პროცესია და ბუნებრივია, გაგრძელდება კიდეც“ , – აცხადებს დეპუტატი.

შოთა ხაბარელის თქმით, რადგანაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, ბუნებრივია, მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამუშაო ადგილების თემაც აქტიურად განიხილება.

მსგავსი თემები