„იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით“ – ზელენსკი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. მან საქართველოს მოსახლეობას ქართულადაც მიმართა. „უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ“ – განაცხადა პრეზიდენტმა. „გამარჯობა საქართველო. მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს, ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის. ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. თუ…

მეტი...

„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი“ – აქციის მოთხოვნა

აქციის მონაწილეებმა მთავარი მოთხოვნა დაასახელეს და მთავრობას ვადა მისცეს. გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, ამისთვის მათ ვაძლევთ ერთ კვირას“ – ასეთი აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, რომელიც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორიმა შოთა დიღმელაშვილმა ტრიბუნიდან გააჟღერა. თუ ეს მოთხოვა არ დაკმაყოფილდება, მისივე განცხადებით, აქცია უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მთელ საქართველოს მოედება. ასევე, გეგმავენ პარლამენტთან კარვების გაშლას და მოთხოვნის შესრულებამდე იქ ყოფნას.

მეტი...

აქციის – „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს

რამდენიმე წუთში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს. პრეზიდენტი ქართველ ხალხს ვირტულურად, დიდი ეკრანიდან ჩაერთვება. აღნიშნული ინფორმაცია აქციის ორგანიზატორებმა გააჟღერეს. აქციის დასასრულს კი გაჟღერდება მოთხოვნა, რომელსაც აქციის ორგანიზატორები მთავრობას უყენებენ და გარკვეულ ვადასაც აძლევენ.

მეტი...

პარლამენტის შენობასთან აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქცია – „შინ ევროპისკენ“ ისევ გრძელდება. აქციის მონაწილეები საქართველოს ევროპულ კურსს და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის კარი არ გაეღოთ. როგორც სიტყვით გამომსვლელები აცხადებენ, აქციაზე გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გადადგომისკენ მოუწოდებენ. აქციის ორგანიზატორია „სირცხვილია.“ აქციის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პარლამენტის კიბეებთან, სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ მიხეილ სააკაშვილიც მომხრეებიც, რომლებიც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. „სირცხვილიას“ ლიდერებმა სააკაშვილის მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუმცა ისინი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ.

მეტი...

ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს

ცნობილი ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ვაკეში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.  53 წლის ლევან კაჭარავა „Silk Road Group“ – ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ბიზნესმენს 20 ტყვია ესროლეს. მას ჩასაფრება მაშინ მოუწყვეს, როცა სახლისკენ მიდიოდა. მოკლული ბიზნესმენი ასევე ფლობდა სხვა ბიზნეს წილებს. ადგილზე სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ.  

მეტი...

ვაკეში ცნობილი ბიზნესმენი მოკლეს

რამდენიმე წუთის უკან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება მოხდა. „კურიერის” ინფორმაციით, მოკლულია ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

„გადავწყვიტე, ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს“ – სალომე სამადაშვილი სამართლებრივ დავას იწყებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი სასამართლოში ჩივის. უჩივის როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ისე პრემიერ მინისტრს. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით მან ელჩებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. „ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს. არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, – აცხადებს…

მეტი...

„უკრაინას არასდროს უცდია საქართველოს ომში შეთრევა“ – უკრაინის ელჩი განცხადებას აკეთებს

უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრეი კასიანოვი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებებზე განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ უკრაინას საქართველოს ომში შეთრევა არასდროს უცდია. „ჩვენ არასოდეს მოვუწოდებდით საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ცალკეული ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საქართველოს მხრიდან მკაცრი დაცვისა და განხორციელების მნიშვნელობას. ასევე, მინდა შევაფასო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ცდილობენ, საქართველო შეათრიონ რუსეთთან ომში და ასევე, გახსნან მეორე ფრონტი. მოგეხსნებათ, უკრაინას არასდროს მოუწოდებია არაფრისკენ და არანაირად არ ერევა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან, როგორც აგრესორ და ასევე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებით“, – განაცხადა უკრაინის…

მეტი...

„უკრაინის მიმართ საქართველოს შეურაცხმყოფელი და არამეგობრული რიტორიკა სამართლიანად იწვევს გაუგებრობას“ – უკრაინის ელჩი

„ჩვენ არასოდეს მოვუწოდებდით საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ცალკეული ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საქართველოს მხრიდან მკაცრი დაცვისა და განხორციელების მნიშვნელობას“ – აცხადებს უკრაინის ელჩი საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს აკრიტიკებს. „მინდა, კომენტარი გავაკეთო, რომელიც ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ადანაშაულებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს ბატონ არახამიას, თითქოს ის ცდილობს, მოახდინოს საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების სტატუსის ბლოკირება. უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მისწრაფებებს.  უკრაინულ მხარეს არასდროს უცდია და არ ცდილობს თავისი თანაბარუფლებიანი პარტნიორების არახელსაყრელ მდგომარეობაში დაყენებას. უკრაინა არ აცხადებდა, რომ მას აქვს ექსკლუზიური სტატუსი…

მეტი...

„მათი გეგმაა ამოატრიალონ, გადაატრიალონ, წალეკონ საქართველოს ხელისუფლება“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

დეპოლარიზაციის დასრულების მიუხედავად, რომელიც ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოსთვის მიცემული „საშინაო დავალების“ ერთ-ერთ პირობაა, ურთიერთ ბრალდებები ზენიტშია. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, ოპოზიციის გეგმა ცხადია – ამოტრიალება, გადატრიალება და წალეკვა. „ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ შესაძლებლობის კარი დაიხურა. ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ლიდერები ამბობენ, რომ ეს ისტორიული დღე, წინ გადადგმული ნაბიჯია და გვილოცავენ.  ოპონენტები ამბობენ, რომ უკან გადადგმული ნაბიჯია და გლოვობენ.  ამას ჰქვია ბაკურიანში შემუშავებული მათი გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს არაფერს გარდა იმასა, რომ ამოატრიალონ, გადაატრიალონ, წალეკონ და ა.შ. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ აირჩია“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე. მისივე შეფასებით ოპოზიციას არ…

მეტი...

„საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას“ – ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე  

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე პარტია  „ქართული ოცნების“ სახელით  ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კობახიძე აცხადებს, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. „ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისა და ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ამით გადაიდგა მეოთხე, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც მოგეხსენებათ, ოთხივე შედეგს ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. ასეთივე თანმიმდევრულობით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას, რათა სათანადო ვადებში მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. როგორც მოგეხსენებათ, შარლ მიშელმა გუშინდელ დღეს უწოდა ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მან ქართველ ხალს საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა. ყველას…

მეტი...

„თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს” – უნგრეთის საგარეო მინისტრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  საქართველოს ევროპულ გზაზე წარმატებას უსურვებს და აცხადებს, რომ 6 თვე ძალიან ბევრია. როგორც პიტერ სიიარტო აცხადებს, შეცდომა უნდა გამოსწორდეს. „თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. თუ გვინდა ვიმოძრაოთ კრიტერიუმების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებში აღმოვჩნდებით, რადგან არ ვიცით ეს რას ნიშნავს. ერთი მოთხოვნაა  პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა. დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრებას გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულები. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს. ამიტომ ეს სრულიად გაუგებარია“ – აცხადებს უნგრელი დიპლომატი.…

მეტი...

,,გახსოვთ, როგორ მოიქცა ხელისუფლება 2008 წელს, პოლიტიკოსები მიწაზე გართხმულები ვნახეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ევროპის პირველი რეკომენდაცია იყო და არის პოლარიზაციის დასრულება და ამ დროს ოპოზიციამ მთავრობის დამხობის და რევოლუციის მიზნით აქციები დაიწყო”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის დასრულების არავითარი სურვილი და რეალური ქმედება არ გვინახავს. „ერთადერთი შანსი, რაც ოპოზიციის მხრიდან არსებობდა, იყო არეულობის მოწყობა, ომის დაწყება. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, აღარ გავიმეორებ უხეში სიტყვებით იმას, რაც მე პარლამენტში ვთქვი, მაგრამ თქვენ გახსოვთ, როგორ მოიქცა ხელისუფლება 2008 წელს, როგორ „დაიცვა“ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი. როგორ მიატოვა ჩვენი ჯარი. ომში იბრძვიან გმირები, ჯარისკაცები, პოლიციელები, გულანთებული, პატრიოტი ხალხი იბრძვის, რომელი პოლიტიკოსი ნახეთ ომში გარდაცვლილი?! ჯარი შეეწირა ამას,…

მეტი...

,,ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხეთქილების საკითხად და არა გაერთიანების საკითხად”- შალვა პაპუაშვილი

„ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხეთქილების და არა გაერთიანების საკითხად, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირში და ამ თემაში ეძებონ განხეთქილება, უნდა მოძებნონ საერთო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მთავარი რადიკალური დღის წესრიგის უარყოფაა. „მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ჩვენ, უკრაინა და მოლდოვას გაგვიხსნა განაცხადის შეტანის შესაძლებლობა და ეს პროცესები დაიწყო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ევროკავშირის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა აქცია განხეთქილების საკითხად და არა გაერთიანების საკითხად. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირში და ამ თემაში ეძებონ განხეთქილება, უნდა მოძებნონ საერთო. საერთო…

მეტი...

,,შეიძლება უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება  არ მოგვთხოვეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ვაღიაროთ, რომ საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახლა მეტი მოტივაცია აქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შესრულდეს. „უკრაინა არის დიდ ომში, მოლდოვა არის მძიმ მდგომარეობაში. მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები, დათქმები გაუკეთეს, ისევე, როგორც ჩვენ, მაგრამ ავანსად, რომ წაეხალისებინათ, ამის თაობაზე გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო. მოლდოვა არს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები და გამოწვევები აქვს. მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, მათაც მისცეს საჩუქარი. ჩვენს შემთხვევაში ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, მანამ, სანამ ამ პირობებს…

მეტი...

,,ბატონმა მიშელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, მაკრონმა, ყველამ თქვა, რომ საქართველოს მიეცემა სტატუსი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბატონმა მიშელმა, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბატონმა მაკრონმა, ყველამ თქვა, რომ საქართველოს მიეცემა სტატუსი, როგორც კი, ხაზს ვუსვამ, როგორც კი შეასრულებს მათ მიერ მოცემულ პირობებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პირობების შესრულება მთვრობის პასუხისმგებლობაა. .,,რაც შეეხება ამ პირობებს, მე გეთანხმებით, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა ქვეყანაში რაც ხდება ყველაფერი, მაგრამ ამ თორმეტი პირობიდან ერთი მთავარი და პირველი პირობა პოლარიზების, ამ დაძაბულობის დასრულება, მეგობრებო და არა შემცირება, დასრულება, არის ჩვენი ერთობლივი განსახორციელებელი, ანუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე, ვთქვათ მოდით პირდაპირ, ღიად…

მეტი...

,,გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად”- პრემიერი დეოლიგარქიზაციაზე

როდესაც ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ და ეს არ არის ლიტონი დაპირება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ  განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხებოდა. დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები იქნება ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად. „საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, დეოლიგარქიზაცია,  ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული…

მეტი...

,,გუშინ ვნახეთ ევროპა, რომელიც გვილოცავს და ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გლოვობდა”- შალვა პაპუაშვილი

„ჩვენმა მოსახლეობამ თავად შეაფასოს და გადაწყვეტოს, ვინ არის მართალი – ევროპა და ევროპელი ლიდერები, რომლებიც გვილოცავენ, თუ ქართული ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი, რომელიც გლოვობს ამ გადაწყვეტილებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. შალვა პაპუაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე  საზოგადოების ნაწილის რეაქციას გამოეხმაურა. „ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპა, რომელიც გვილოცავს და ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით იყო დამწუხრებული და გლოვობდა ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ, აქ უკვე ჩვენმა მოსახლეობამ თავად გამოიტანოს საკუთარი შეფასება და გადაწყვეტილება, ვინ არის მართალი – ევროპა და ევროპელი ლიდერები, რომლებიც გვილოცავენ, თუ ქართული ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი, რომელიც…

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანამ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს”- კახა კალაძე

,,ვულოცავ ქართველ ხალხს იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ ევროპული პერსპექტივის მინიჭების სახით გაჟღერდა,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. „კარგი იქნებოდა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს. არსებობს კონკრეტული მიმართულებები, რომელსაც განხორციელება სჭირდება და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ხელისუფლებამ უკვე მიაღწია იმას, რომ დღეს საქართველო ასოცირებული წევრი ქვეყანაა, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადავაადგილდებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს – ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად გააკეთა. ასევე გააკეთებს…

მეტი...

,,ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, დღეს სად ვიქნებოდით, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,როდესაც ადამიანს ცილს გწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას და ათას უმსგავსობას, ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება განცდა იმის, რომ იქ ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი არის გამოცლილი და მათი სურვილი არ არის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რა შეიცვალა და რატომ იყო პარლამენტში გამოსვლა განსხვავებული. მისივე თქმით, დღეს მედიის წარმომადგენლებთან მას აქვს აბსოლუტურად ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი და ყოველთვის მზად იქნება ამისთვის. „მეორე შეკითხვა შეეხებოდა, რატომ არის განსხვავებული ფორმატი, სტილი. ამაზე ძალიან მარტივი პასუხია, როდესაც ადამიანს ცილს გწამებენ, გაყენებენ…

მეტი...

,,იმედია, პოლიტიკური პარტიები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალსა და ევროპაში ინტეგრაციას დააყენებენ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზების დასრულებისთვის მოქმედი ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და მათ პარტიული ინტერესებზე მაღლა ქვეყნის მომავალი უნდა დააყენონ. „რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, მინდა, გავუსვა ხაზი იმას, რომ დათქმებსა და მოთხოვნებში ძალიან საყურადღებოა პირველი პუნქტი, სადაც წერია პოლარიზების დასრულების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ცალმხრივად შეუძლებელია. ამას მხოლოდ ხელისუფლება ვერ გააკეთებს და აქ ოპოზიციის პასუხისმგებლობაც დგას. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა, მქონდეს იმედი, რომ პოლიტიკური პარტიებიც თავის…

მეტი...

,,ქართული ოპოზიციის ნაწილისთვის სენად ქცეული რადიკალიზმი ხელს გვიშლის ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანებაში“- შალვა პაპუაშვილი

საბჭომ სამივე ქვეყნის შემთხვევაში გამოიყენა პირობითობის დათქმა და სამივე ქვეყანას შინაარსობრივად თითქმის იდენტური პირობები დაუყენა. საქართველოს შემთხვევაში, როგორც სტატუსის მიღების პირობა, ხოლო უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, როგორც სტატუსის შენარჩუნების პირობა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებაში უდიდესი მნიშვნელობა ამ ისტორიულ მომენტში საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ერთიანობას ენიჭება. „საბჭომ სამივე ქვეყნის შემთხვევაში გამოიყენა პირობითობის დათქმა და სამივე ქვეყანას შინაარსობრივად თითქმის იდენტური პირობები დაუყენა. საქართველოს შემთხვევაში, როგორც სტატუსის მიღების პირობა, ხოლო უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში, როგორც სტატუსის შენარჩუნების პირობა. შესაბამისად,…

მეტი...

,,რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება, საქართველოს დღეს არ მიეღო ევროპული პერსპექტივა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამის რისკები გაჩნდა მაშინ, როდესაც მიღებული იქნა უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია. „მინდა ჩვენს ხალხს ავუხსნა შემდეგი: მე გავაკეთე განცხადება მას შემდეგ, რაც მოვისმინე და ვიხილეთ ჩვენ სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის, ჩვენი ოპოზიციის აქტიური ჩართულობით, მათი პარტნიორებისა და ლობისტების უშუალო მონაწილეობით, უშუალოდ კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია…

მეტი...

„ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება მართლაც ისტორიული იყო – საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა”- შალვა პაპუაშვილი

„ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება“ – მართლაც, ჩვენს თვალწინ იქმნება ევროკავშირის და ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია. ერთადერთი რაც ახლა გვმართებს არის ამ ისტორიის სწორად დანახვა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივის ერთხმად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. „უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ლიდერებს რეგიონისთვის ამ რთულ დროს ერთიანობის ჩვენებისთვის და საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის ერთხმად აღიარებისთვის. ვულოცავ უკრაინას და…

მეტი...

,,პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება, ეს ეპოქა დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით, არათუ იჭერდა ადამიანებს, ხვრეტდა, აწამებდა და აღარ გავაგრძელებ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პოლიტპატიმრების ეპოქა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა. ,,პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება. პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით, არათუ იჭერდა ადამიანებს, ხვრეტდა, აწამებდა და აღარ გავაგრძელებ… ანადგურებდა ადამიანებს ფიზიკურად. ეს ეპოქა დასრულდა მეგობრებო, დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ის თამასა, სტანდარტები, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, დიახაც, ჩვენი გუნდი ვართ ამ პოლიტიკური ძალის მმართველები…

მეტი...

„ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

„ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ თანამშრომლებისთვის – ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ,,ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

მეტი...

,,ვედრებოდით უკრაინას, მოლდოვას და მათ მიღწევებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი: თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანას შორის სტატუსს, ვედრებოდით რა უკრაინას, მოლდოვას და მათ მიღწევებს, დამსახურებას, ჩვენ ვფიქრობთ და დღესაც ვთვლით, რომ ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ქმედითი ნაბიჯი გადადგა ბოლო 10 წლის განმავლობაში. „მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო: ჩვენს მიერ განსახორციელებელი ყველ ქმედითი ნაბიჯი იქნა გადადგმული ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა – ყველა პირობა შეასრულა „ქართულმა…

მეტი...

პრემიერი ადასტურებს, რომ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა მან დაბლოკა

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნა სწორედ მთავრობამ დაბლოკა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ეს ძალიან დიდ უბედურებასა და ომში ჩათრევას ნიშნავდა. „როცა 40 კილომეტრში რუსის ჯარები დგანან, შენ კი გინდა პროვოკაცია მოაწყო და არიო ქვეყანა, წამოიწყო სამოქალაქო ომი… ვიღაც მოდის და უნდა, რომ დაამხოს მთავრობა, მოაწყოს რევოლუცია, არიოს ქვეყანა. ეს ნიშნავს ძალიან დიდი უბედურების განხორციელებას და ომის დაწყებას. რა ჰქვია იმას, მაშინ, როცა საჯაროდ, ორგანიზებულად, ჩარტერული რეისით  ითხოვდნენ უკრაინაში მოხალისეების წაყვანას საომრად . ამაზე ნებართვა ვის უნდა გაეცა მეგობრებო? მთავრობას. მე არ გავეცი ეს ნებართვა. არც ერთ მთავრობას მსოფლიოში…

მეტი...

,,ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. კაცმა თუ რამე იშოვა ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. “ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი: ოლიგარქი არის ინდივიდი, პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში, პოლიტიკა, პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი, მე ვთქვი პარლამენტში, არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. კაცმა თუ რამე იშოვა ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში. იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბატონ…

მეტი...

,,მჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, სურვილებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა”- ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

,,საერთოდ ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს, მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, ჩვენი მმართველი გუნდი არის ამისთვის მზად. მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი, ასე ვთქვათ, პირდაპირი მითითება, მუხლი დავარქვათ ამას, პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენი კარი არასოდეს დაგვიხურავს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ…

მეტი...

,,უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. „ასევე მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას. მინდა ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა, მოგეხსენებათ, რომ არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ასე, რომ ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების, პირიქით, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო…

მეტი...

,,როგორც კი შევასრულებთ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არს მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირი მიერ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დამატებით მოტივაცია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შეასრულოს ყველა პირობა. „ჩვენ გუშინ ასევე მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, მათი განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის…

მეტი...

„გადადგმას არ ვაპირებ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. „რა თქმა უნდა, გადადგომას არ ვაპირებ, ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, ყველა პირობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე, ჩვენმა გუნდმა არჩევნებში მერვეჯერ დამსახურებულად გაიმარჯვა და ხალხისგან მივიღეთ გამტკიცებული მანდატი, რომ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. ამ წუთებში პრემიერ მინისტრი მედიას ხვდება და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს.  

მეტი...

,,ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ”- ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალური განცხადება

,,მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს და პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა, გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დამსახურებულად მიენიჭა. „საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ და ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად. რა თქმა უნდა, თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა პირდაპირ, ღიად, საჯაროდ, რომ რეალურად, ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი…

მეტი...

,,პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩაიკეტოს ერთი თვე სადღაც, გარედან უნდა გადავკეტოთ კარი”- იაგო ხვიჩია

“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია დღეს დაგეგმილ აქცია ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციის მთავარი პრობლემა უიდეობაა. მისი თქმით, სანამ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება, ერთადერთი გამოსავალია, რომ ქართველი ხალხის ნებამ აჯობოს აქციის ორგანიზატორების ნებას. “ჩემი აზრით, პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩაიკეტოს ერთი თვე სადღაც, გარედან უნდა გადავკეტოთ კარი, შიგნით დავსხდეთ და ვთქვათ, რომ სანამ არ შევთანხმდებით, აქედან არ გამოვალთ, უნდა ითქვას, ვის რა უნდა ამ ქვეყანაში. როცა დავინახავთ გულწრფელად და კონკრეტულად რა უნდათ, ჩამოყალიბდება გეგმა, როგორი საქართველო უნდა პოლიტიკურ სპექტრს “ქართული ოცნების” მმართველობის მერე, ეს გასაკეთებელია და ამის გარეშე წარმატების ნაკლებად მჯერა. თუ…

მეტი...

,,ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ

“ფორმულას” ჟურნალისტი, თიკო ერაძის სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და მის ოპერატორს. ,,ამ წამს, დოლიძეზე, ნარკომანი, დამპალი სირების ბრბო თავს დაესხა, ჩემ თვალ წინ, Nanuka Kajaia-ს და მის ოპერატორს, გინებით, ხელების ქნევით, ჯაჯგურით, შემთხვევით შევესწარი. საერთოდ სხვა რესპოდენტის ჩასაწერად მოსულებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ტვ პირველის მიკროფონი ეჭირა ხელში. მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze აი ეს ხართ, ეს არის თქვენი სახე, ყველაფერზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი.  ეს ღორები არიან თქვენი ნამდვილი სახე”, – წერს თიკო ერაძე.

მეტი...