„თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს” – უნგრეთის საგარეო მინისტრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  საქართველოს ევროპულ გზაზე წარმატებას უსურვებს და აცხადებს, რომ 6 თვე ძალიან ბევრია. როგორც პიტერ სიიარტო აცხადებს, შეცდომა უნდა გამოსწორდეს.

„თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. თუ გვინდა ვიმოძრაოთ კრიტერიუმების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებში აღმოვჩნდებით, რადგან არ ვიცით ეს რას ნიშნავს. ერთი მოთხოვნაა  პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა. დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრებას გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულები. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს. ამიტომ ეს სრულიად გაუგებარია“ – აცხადებს უნგრელი დიპლომატი.

მისივე შეფასებით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში. შემიძლია შემოგთავაზოთ პოლიტიკური მხარდაჭერა. თქვენ იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ეს კრიტერიუმები არის ჰაერიდან მოტანილი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

 

მსგავსი თემები