„უკრაინას არასდროს უცდია საქართველოს ომში შეთრევა“ – უკრაინის ელჩი განცხადებას აკეთებს

უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრეი კასიანოვი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებებზე განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ უკრაინას საქართველოს ომში შეთრევა არასდროს უცდია.

„ჩვენ არასოდეს მოვუწოდებდით საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ცალკეული ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საქართველოს მხრიდან მკაცრი დაცვისა და განხორციელების მნიშვნელობას. ასევე, მინდა შევაფასო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ცდილობენ, საქართველო შეათრიონ რუსეთთან ომში და ასევე, გახსნან მეორე ფრონტი. მოგეხსნებათ, უკრაინას არასდროს მოუწოდებია არაფრისკენ და არანაირად არ ერევა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან, როგორც აგრესორ და ასევე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებით“, – განაცხადა უკრაინის სრულუფლებიანმა ელჩმა ანდრეი კასიანოვმა.

 

მსგავსი თემები