ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების და ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, აწარმოონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი. სოფლის განვითარების სააგენტო „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული…

მეტი...

დიპლომატები ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

რამდენიმე ყოფილი დიპლომატი ევროკომისიის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩების განცხადებით, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს, უზრუნველეყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. „სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე…

მეტი...

,,უკრაინა დღეს არის ომში, მათ აქვთ ვალი, ამ შემთხვევაში ვალი პოლიტიკური და მორალური უკრაინის წინაშე”- გურამ მაჭარაშვილი უკრაინის EU სტატუსზე

,,ბატონმა მაკრონმა თავის ინტერვიუში პირდაპირ თქვა, ვციტირებ, უკრაინა დღეს არის ომში, მათ აქვთ ვალი, ამ შემთხვევაში ვალი პოლიტიკური და მორალური უკრაინის წინაშე,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მსგავს მდგომარეობაშია მოლდოვაც და ამიტომ მიანიჭეს მათ კანდიდატის სტატუსი. ,,პრაქტიკულად იგივე მდგომარეობაშია ასევე მან აღნიშნა, მოლდოვა, იმიტომ, რომ არის მეზობელი ქვეყანა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მის მიმართაც ამიტომ იყო გათვალისწინებული ეს ფაქტორები და მხოლოდ ამის გამო მიანიჭეს მას კანდიდატის სტატუსი. გულდასაწყვეტი ის არის, რომ იმას რასაც გვილოცავენ ევროკავშირის ლიდერები, არაერთი, ამას სამწუხაროდ აღნიშნავს რადიკალური ოპოზიცია. არა ყველა, მაგრამ…

მეტი...

,,ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი – ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ”- გიორგი ვაშაძე

,,ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია – ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცდა. მისი თქმით, რამდენიმე წელიწადში, ჩვენ დავინახავთ ან აყვავებულ საქართველოს, ევროკავშირის ღირსეულ წევრს, ან საქართველოს, რომელიც იქნება უკაცრიელი ტერიტორია. ,,დღეს, ისე როგორც არასდროს, სახლში ჯდომა არის მთავარი პარტნიორი “ქართული ოცნების”. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ერთიანობას, იმ მუხტს, რომელიც იყო 20 ივნისს, რომელიც უნდა იყოს დღეს და შემდგომ დღეებში, ამ მშვიდობიან, სპეტაკ, ეროვნულ, პატრიოტულ მუხტს…

მეტი...

,,ვიმედოვნებ, რომ 6 თვეში ასევე ვიზეიმებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ევრიპარლამენტისა და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ 6 თვეში ასევე ვიზეიმებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს. “ვიმედოვნებ, რომ 6 თვეში ასევე ვიზეიმებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს. ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს მოქმედება. ევროკავშირის ინსტრუქციები ცალსახაა. ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა”, – წერს კრამონი ,,ტვიტერზე”.

მეტი...

,,ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ და მსურს მჯეროდეს, რომ შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს”- სალომე ზურაბიშვილი

,,დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა, დამოუკიდებლობიდან – 1991 წელიდან უცილობლად, თუმცა შესაძლოა უფრო ადრეც სხვა ფორმებით – რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ამ ევროპული პერსპექტივის დაშვებაა”- ამ სიტყვებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ საბჭოს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და დამსწრე საზოგადოებას. ,,უპირველეს ყოვლისა, მინდა ქართველი ხალხის სახელით გადმოგცეთ, რომ რაც დღეს მოხდა… შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ტრიოს სამეულში არ ვართ. მაგრამ, ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა, დამოუკიდებლობიდან – 1991 წელიდან უცილობლად, თუმცა შესაძლოა…

მეტი...

სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალები უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალები უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. არსებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკანონო ინსტალაციებს სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, ფერდობზე ამონტაჟებენ.

მეტი...

,,აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი  საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს  და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით). ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია კელი დეგნანის განცხადებაში.

მეტი...

„როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს „ქართული ოცნება“- დავით ჭიჭინაძე

„როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ყოველი ქმედება დამღუპველია ქვეყნისთვის. „როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს „ქართული ოცნება“. იმდენად დამღუპველია ქვეყნისთვის და ხალხისთვის ყველა მათი მოქმედება. თან, რაც ამათ გააკეთეს, არავის და არასოდეს უქნია – ერი დაცალეს, გამოშიგნეს ფაქტიურად! იკრიბებიან კომუნისტურ სახალხო ყრილობებზე და საბჭოური, დესპოტური მეთოდებით მოქმედებენ. მოკლედ, ვისაც ამ არალეგიტიმური პარლამენტის ყურება სიამოვნებს, ცირკში იარონ ჯობია, ის უფრო შინაარსია, ხოლო ვისაც ნამდვილად რაღაცის შეცვლა უნდა, ისინი რუსთაველზე იყვნენ…

მეტი...

,,პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან”- ანდრიუს კუბილიუსი

,,დღეის მდგომარეობით, პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ისტორიული გამარჯვება და პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხია. „უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი. გუშინ ჩვენ წინასწარ აღვნიშნეთ ეს ევროპარლამენტში. ჩვენ სწორად ვიგრძენით, რომ საბჭო უბრალოდ ვერ გაბედავდა სხვა გადაწყვეტილების მიღებას. უკრაინის ლიდერობა ასევე ცვლის ევროკავშირსაც: მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან წარმოუდგენელი ჩანდა. დღეის მდგომარეობით, პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან. ეს არის უკრაინის ისტორიული…

მეტი...

,,საბოლოოდ შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება”- ხავიერ ბეტელი

,,მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება. კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და საშინაო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს,”- ამის შესახებ  ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა განაცხადა. მისი თქმით, საშინა სამუშაოების შესრულება უნდა გაგრძელდეს. „რამდენიმე კვირის წინ, როდესაც უკრაინის კანდიდატის სტატუსზე ვსაუბრობდით, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გუშინ შეთანხმებას მივაღწევდით; მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ შევძელით უკრაინისთვის ძლიერი მორალური მხარდაჭერის ჩვენება. კანდიდატის სტატუსი არ არის წევრობა, მაგრამ აჩვენებს გზას და საშინაო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ყველა ვთანხმდებით, რომ კომისიას ვავალებთ ანგარიშის მომზადებას. მათ ეს გააკეთეს. მათ სტატუსი მიანიჭეს მოლდოვას, უკრაინას,…

მეტი...

,,სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს სამხედროების გაყვანა სევეროდონეცკიდან”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განხადებით, უკრაინულ ძალებს მოუწევთ სევეროდონეცკიდან გასვლა. მისი თქმით,  სახლების 90%-ზე მეტი დაიბომბა და მათი დიდი ნაწილის აღდგენა შეუძლებელია. ,,სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს სამხედროების გაყვანა სევეროდონეცკიდან. აზრი არ აქვს მრავალი თვის [საომარი მოქმედებების] შემდეგ დასუსტებულ პოზიციებზე დარჩენას, რადგან გამაგრებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ყოველდღე გაიზარდოს”, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

მეტი...

მიმდინარე ომის გამო, ევროვიზია 2023 უკრაინაში აღარ ჩატარდება

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ინფორმაციით, ევროვიზია 2023 უკრაინაში არ ჩატარდება. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე ომმა განაპირობა, რადგან მასპინძელ ქვეყანაში საჭიროა ყველა მომუშავე და მონაწილე პირის უსაფრთხოება დაცული იყოს. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უარი განაცხადა ღონისძიების უკრაინის საზღვართან ახლოს ჩატარებაზე, საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ამ დროისთვის უცნობია, სად ჩატარდება ევროვიზია 2023.  

მეტი...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 338 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 338 ბავშვი ემსხვერპლა,  610-ზე მეტი არასრულწლოვანი კი დაშავდა. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 335, ხარკოვის ოლქში – 177, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 55, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 31, სუმის ოლქში – 17. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 4 ადამიანი

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, რიაზანის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ,,Ил-76” ჩამოვარდა. არსებული ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, 5 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

მეტი...

,,საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები”- გერმანიის საელჩო

საქართველოში გერმანიის საელჩო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. „მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

,,წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის”- მამუკა მდინარაძე

,,დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ და ჩვენი ქვეყანა რთულად, მაგრამ ყოველთვის ვაღწევთ მიზანს! წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის! დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!“ – წერს „ფეისბუქში“ მამუკა მდინარაძე.  

მეტი...

აშშ-მა უკრაინას დამატებით 450 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ-მა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო უკრაინას, რომლის ღირებულება 450 მილიონი დოლარია, „პაკეტში შედის შეიარაღება და აღჭურვილობა. მათ შორის მაღალი მობილობის მქონე საარტილერიო სისტემები“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ. დახმარების პაკეტი მოიცავს – ოთხი HIMARS, 36 000 105მმ-იან ჰაუბიცის ტყვიას, ტაქტიკურ მანქანებს 155 მმ არტილერიის გასაყვანად, 1 200 ყუმბარმტყორცნს, 2 000 ტყვიამფრქვევს, 18 საპატრულო კატარღას და მრავალფეროვან სათადარიგო ნაწილებს. საერთო ჯამში, აშშ-მა ომის დაწყებიდან დღემდე 6,1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას.

მეტი...

,,ევროპული გზა საქართველოსთვის შესანიშნავად არის მონიშნული, თქვენ იცით, რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს”- ჯოზეფ ბორელი

,,ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის შესანიშნავად არის მონიშნული, თქვენ იცით, რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს,”- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,  საქართველოს ევროპული გზა სრულყოფილად არის  განსაზღვრული. „ახლა ჩვენ ერთად ვიმუშავებთ საერთო გზის ყოველ ნაბიჯზე, რათა ავაშენოთ საქართველოს მომავალი ევროპაში. საქართველო ამიერიდან მყარად ადგას ევროპულ გზას! დიახ, არის პირობები. ეს დიდი ნაბიჯია წინ და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა არ უნდა დავაკნინოთ. პირიქით, ეს ასევე არის ნიშანი აღიარებისა და წახალისებისა. ახლა ევროპული გზა საქართველოსთვის შესანიშნავად არის მონიშნული. თქვენ იცით, რა, როდის და როგორ…

მეტი...

,,საქართველო ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე არასდროს თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე არასდროს თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. „ბევრი მადლობა ევროკავშირის საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის! მაშინ, როდესაც მეტი საქმეა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე არასდროს თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. ვულოცავ ყველა მოქალაქეს ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას!“,- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,შეწყდეს სანქციების დაწესების პროცესი“- უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

„საბოლოოდ ევროპა ამ ომის დამარცხებულ მხარეს აღმოჩნდება ეკონომიკური პრობლემების გამო. ჩვენი რეკომენდაციაა, შეწყდეს სანქციების დაწესების პროცესი“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მრჩეველმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, ახლა საჭიროა მოლაპარაკებები, სამშვიდობო შეთანხმება და დიპლომატია. „ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც გავაცნობიერეთ, რომ სტრატეგია, რომელსაც 4 თვეა, მივყვებით, და ზოგიერთ წარმატებას მივაღწიეთ, უცვლელად გაგრძელდება, გონივრული მოსაზრების მიხედვით, ცუდად დასრულდება ევროპისთვის. ამიტომ უნდა ვიფიქროთ რამე სხვაზე. მოლაპარაკებები, სამშვიდობო შეთანხმება, დიპლომატია. ესაა ჩვენი გამოსავალი“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა.

მეტი...

,,ივანიშვილს და რუსეთს არ მოვაპარინებთ ჩვენი მრავალი თაობის ოცნებას”- სალომე სამადაშვილი

,,ექვს თვეში თუ ვაჩვენებთ, რომ ივანიშვილის პრივატიზირებული არაა ჩვენი სახელმწიფო, შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი,”- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” წერს. სამადაშვილი პოსტის მეშვეობით, საზოგადოებას უხსნის, თუ რა განსხვავებაა უკრაინის და მოლდოვის „კანდიდატობას“ და ჩვენს „პერსპექტივას“ შორის. „მარტივად და გასაგებად ავხსნი, რა განსხვავებაა უკრაინის და მოლდოვის „კანდიდატობას“ და ჩვენს „პერსპექტივას“ შორის. ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი-ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემხედეს და „პერსპექტიული გოგონააო“ თქვეს. მიმიღეს მოსამზადებელ კურსზე-შეგხედავთ, წლის ბოლოს გამოცდას ჩააბარებ და მერე გეტყვით, გამოვა შენგან ბალერინა თუ ვერო. ერთ წლიანი დაკვირვების შემდეგ კი, გადაწყვიტეს, რომ ჩემგან…

მეტი...

,,გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა”- საგარეო უწყება

დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ. ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო…

მეტი...

„საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე და ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა”- ვალდის დომბროვსკისი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი „ტვიტერზე“  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ეხმაურება. „საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე და ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა. ჩვენ სრულად ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ მის ევროპულ მისწრაფებებს. და ჩვენ მზად ვართ, გავუძღვეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, რათა დავაახლოოთ ქვეყანა ევროპულ ოჯახთან“,- წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

მეტი...

„ვარდების რევოლუცია“ და ევროკავშირში გაწევრიანება – ევროპარლამენტარის შეფასება

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოც ამ გზაზე წავა. „შევხვდი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დიდ მხარდამჭერ ოჯახებს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასა და შვილს და ნიკა გვარამიას ცოლს. ვარდების რევოლუცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად შესრულდება“,- აცხადებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.  

მეტი...

„ევროსაბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატს“ – ოლაფ შოლცი

ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპელი ლიდერები უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ერთმანეთის მიყოლებით ულოცავენ. მათ რიგებშია გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომლიც ამ დრეს ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებს. „27-ჯერ კი! ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას! ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში!“,- წერს ოლაფ შოლცი.  

მეტი...

„უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“ – პრეზიდენტი ზელენსკი

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც პრეზიდენტი წერს. გადაწყვეტილება უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში. „გულწრფელად მინდა, შევაქო ევროკავშირის საბჭოს ლიდერების გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინას. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში მადლობა შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის ლიდერებს მხარდაჭერისთვის. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – წერს ზელენსკი.

მეტი...

„ახლა ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გადაწყევტილებასთან დაკავშირებით მოკლე განცხადებას ავრცელებს. „ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ შემართებით მომდევნო თვეებში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, უკრაინამ და მოლდოვამ კი კანდიდატის სტატუსი.    

მეტი...

„ისტორიული დღეა“ – ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელის გადაწყვეტილებაზე

„ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის,  განახორციელოს ყველა პრიორიტეტი  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. „მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას! მადლობა ქალბატონ  ურსულას და ბატონ შარლს,“- ნათქვამია განცხადებაში. „ძალიან კარგად იციან ქართულ მთავრობაში, თუ რა არის საჭირო“ – შარლ მიშელის გზავნილი  

მეტი...