,,პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება, ეს ეპოქა დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით, არათუ იჭერდა ადამიანებს, ხვრეტდა, აწამებდა და აღარ გავაგრძელებ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პოლიტპატიმრების ეპოქა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა.

,,პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება. პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით, არათუ იჭერდა ადამიანებს, ხვრეტდა, აწამებდა და აღარ გავაგრძელებ… ანადგურებდა ადამიანებს ფიზიკურად. ეს ეპოქა დასრულდა მეგობრებო, დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ის თამასა, სტანდარტები, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, დიახაც, ჩვენი გუნდი ვართ ამ პოლიტიკური ძალის მმართველები დღეს, იმ პოლიტიკის გამაგრძელებლები, რომლებიც ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც დაიწყო მან 10 წლის წინ. ეს ეხება ევროინტეგრაციას, მედიის თავისუფლებას და აღარ ჩამოვთვლი, არ შეგაწყენთ თავს,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები