პარლამენტის შენობასთან აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქცია – „შინ ევროპისკენ“ ისევ გრძელდება. აქციის მონაწილეები საქართველოს ევროპულ კურსს და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის კარი არ გაეღოთ.

როგორც სიტყვით გამომსვლელები აცხადებენ, აქციაზე გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გადადგომისკენ მოუწოდებენ.

აქციის ორგანიზატორია „სირცხვილია.“ აქციის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პარლამენტის კიბეებთან, სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ მიხეილ სააკაშვილიც მომხრეებიც, რომლებიც პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

სირცხვილიას“ ლიდერებმა სააკაშვილის მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუმცა ისინი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ.

მსგავსი თემები