,,პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩაიკეტოს ერთი თვე სადღაც, გარედან უნდა გადავკეტოთ კარი”- იაგო ხვიჩია

“გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია დღეს დაგეგმილ აქცია ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციის მთავარი პრობლემა უიდეობაა. მისი თქმით, სანამ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება, ერთადერთი გამოსავალია, რომ ქართველი ხალხის ნებამ აჯობოს აქციის ორგანიზატორების ნებას.

“ჩემი აზრით, პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩაიკეტოს ერთი თვე სადღაც, გარედან უნდა გადავკეტოთ კარი, შიგნით დავსხდეთ და ვთქვათ, რომ სანამ არ შევთანხმდებით, აქედან არ გამოვალთ, უნდა ითქვას, ვის რა უნდა ამ ქვეყანაში. როცა დავინახავთ გულწრფელად და კონკრეტულად რა უნდათ, ჩამოყალიბდება გეგმა, როგორი საქართველო უნდა პოლიტიკურ სპექტრს “ქართული ოცნების” მმართველობის მერე, ეს გასაკეთებელია და ამის გარეშე წარმატების ნაკლებად მჯერა. თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ქართველ ხალხს ვეუბნებით, რომ მოდით გადავხტეთ უპარაშუტოდ და გზაზე ვიშოვით პარაშუტს, მე არ მჯერა, რომ ასე გამოგვყვება ვინმე გზაზე უპარაშუტოდ,”- განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები