“საკითხი მარტივად არის, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში” – რომან გოცირიძე

  •  

საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში – მისი პოლიტიკური პატიმრობა მოკლე ხნიანი­ იქნება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, მას არც ამომრჩეველი და არც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებული პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გამო ციხეში დიდი ხნით არ დატოვებენ.

გოცირიძე ასევე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, თვითმფრინავი სხვაგან დასვან და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

“მკითხაობის დონეზე არსებული უამრავი შეფასება მოვისმინეთ, რომ თურმე არ ჩამოვა თვითმფრინავით და სადღაც საზღვრიდან შემოვა, გაჟღერდა ისიც, რომ ხელისუფლება თურმე აპირებს თვითმფრინავი სხვაგან დასვას, ამათ ჭკუა მართლა არ მოეკითხებათ, მაგრამ ეს არის სერიოზული არამარტო საერთაშორისო სკანდალი, არამედ საერთაშორისო დანაშაული. მითუმეტეს, თვითმფრინავის მანევრირებითაც არის შეზღუდული, რუსეთში მართლა პუტინთან ხომ არ დასვამენ? დარჩა ერევანი, ტრაპზონი, ამინდი რომ არ იყოს, 200 ადამიანს რისკის ქვეშ რომ დააყენებ, ეს წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ ამათ ჭკუა არ მოეკითხებათ. საკითხი არის ძალიან მარტივად, მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი, ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ, მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ისე გარეთ ყველამ იცის, საქართველოში არ არსებობს სასამართლო, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ მოცემულობაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა შეზღუდული იქნება ძალიან მოკლე ხნით,”-განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები