სავარაუდოდ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო გორსა და მის მიმდებარე სოფლებში რამდენიმე პირი დააკავეს

სპეცოპერაცია შიდა ქართლში – გამთენიისას სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი, ქალაქ გორსა და მის მიმდებარე სოფლებში აიყვანეს.

ჩატარდა ჩხრეკაც. როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, მომხდარი, სავარაუდოდ, ქურდულ სამყაროსთან კავშირს ეხება.

“დაახლოებით იყო გათენების ხანი, ალბათ 5 საათი ზუსტად არ მახსოვს. თქვეს, რომ პოლიციაა, ჩატარდა ჩხრეკა. ედავებიან ქურდული სამყაროს ტრადიციებთან ურთიერთობას. გვითხრეს, რომ კანონის თანახმად უნდა გაჩხრიკონ, გაჩხრიკეს ჩვეულებრივად და დააკავეს,” – აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

ამ წუთებში კი სპეცოპერაცია მიმდიანრეობს ხაშურშიც.

​სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.

მსგავსი თემები