“სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაცია” – გიორგი გახარია

„რაც მოვისმინე, ქართული ოცნების „ბოსები“ ისე ალაგებენ სიტყვებს, რომ გასასვლელებს იტოვებენ ყველგან. აი, იმის თავიც არა აქვთ რომ პოზიცია ჩამოაყალიბონ. მაგალითად ამბობენ, რომ ამ მასალებში ტყუილ-მართალია. რაც ჩვენ მოგვერგება მართალს დაუძახებენ. აი, ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ გაუგონარია უბრალოდ! სადაც უნდათ, როცა უნდათ, ამას დანაშაულს დაარქმევეენ“ – აცხადებს გახარია გავრცელებულ ფარული მიყურდების ფაილებთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან სახეზეა ინსტიტუტების კანიბალიზაცია.  

„ეს არის მძიმე შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტია თავის ინტერესებში იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს –  მას ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკური რესურსი უკვე აღარ გააჩნია და სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს. დღეს „ოცნებამ“ , რომელიც ქართული აღარ არის, ეს არის ორგანიზაცია „ოცნება“, ძალაუფლების შესანარჩუნებლად რომ პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს,  ეს რესურსი რაღაცით ხომ უნდა ჩაანაცვლოს და სახელმწიფო ინსტიტუტებით ანაცვლებს.  ამით სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას – ამ სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს. ეს არის ფუნდამენტური და სტრუქტურული პრობლემა – ამისგან უნდა დავიცვათ  ჩვენ დღეს სახელმწიფო!’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.

მსგავსი თემები