თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა

ყვარელში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა შეიარაღებულმა მძარცველმა მძევლები გაათავისუფლა. ამ წუთებში არსებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალში მძარცვaლი მარტო იმყოფება და მასთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.

როგორც გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ადასტურებს, ბანკში შეჭრილი პირი შენობაში მარტო იმყოფება.

ამ ეტაპისთვის უცნობია, რა პირობით გაათავისუფლა მძარცველმა მძევლები და რას ითხოვს ის. ადგილზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე, რომელიც მედიისთვის განცხადების გაკეთებას გეგმავს.~

ცნობილია ისიც, რომ მძარცველი შეიარაღებულია. მას გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. დახლოებით 3 საათია, ყვარელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები