თვითმხილველის ინფორმაციით, ბანკში შეჭრილი პირი შეიარაღებულია ხელყუმბარით

  •  

ყვარელში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავსუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს. ის ასევე ამბობს, რომ ბანკში შეჭრილ მძარცველს ხელყუმბარა უჭირავს და აფეთქებით იმუქრება.  

თვითმხილველი, რომელიც ბანკის დასუფთავებს სამსახურის თანამშრომელია, ამბობს, რომ ის ბანკში დასალაგებლად შედიოდა, როცა ხელყუმბარიანი მძარცველი ნახა და მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღიც.

„ხელში „ლიმონკა“ ეკავა. იყვირა „გადით ახლავე გარეთო“ და გამოვვარდი. შიგნით დარჩენილია მძევლები. როგორც ვიცი ადამიანების ნაწილი დარჩა, ასევე, თანამშრომლებიც. რომ იყვირა გარეთ გადითო, თავიდან მეგონა ხუმრობდა. შემეშინდა და გამოვიქეცი. შეფუთული იყო, სათვალე ეკეთა“, – აცხადებს ბანკის თანამშრომელი.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მძევალმა დაახლოებით 15 ადამიანი გაათავისუფლა და დაახლოებით 3-4 ადამიანი ჰყავს შენობაში მძევლად აყვანილი.

გათავისუფლებული მძევლები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ადგილზე კი სპეცოპერაცია იგეგმება. ყვარელში ადგილზე სპეცდანშნულების რაზმი შევიდა.

მძარცველი თანხას ითხოვს.

მსგავსი თემები