ამირან გამყრელიძე ყოველ 1000 ინფირებულზე გარდაცვალებულთა სავარაუდო რიცხვს ასახელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ყოველ 1 000 ახალ შემთხვევაზე საშუალოდ იქნება 10-15-17 გარდაცვალების ფაქტი იქნება.

გამყრელიძის თქმით, ეს მედიცინის კანონია და ამ შემთხვევაში ამ დაავადების მიმდინარეობის კანონზომიერებაა.

„სამწუხაროდ, ყოველ 1 000 ახალ შემთხვევაზე საშუალოდ იქნება 10-15-17 გარდაცვალების ფაქტი. ეს მედიცინის კანონია და ამ შემთხვევაში ამ დაავადების მიმდინარეობის კანონზომიერება. სამწუხაროდ, გარდაცვალების ციფრები გვაქვს მაღალი ბოლო კვირების განმავლობაში, რაც დაკავშირებულია ძირითადად შემთხვევების მომატებულ რაოდენობასთან.

შემთხვევების რაოდენობა სტაბილიზირდება, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი სამწუხაროდ ჯერ დარჩება, რადგან საკმაოდ ბევრი მძიმე ავადმყოფია კლინიკებში, მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში. ეს ასეა ყოველთვის, გარდაცვალების გარკვეული პიკი მოსდევს ხოლმე ახალი შემთხვევების პიკს დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები