“ვულოცავ ყველა მარიამს, ჩემს პატარა მარიამს და სრულიად საქართველოს” – სალომე ზურაბიშვილი

  •  

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. პრეზიდენტის თქმით, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოსა და ქართველებისთვის.

მილოცვაში პრეზიდენტი სხვა აქტუალურ თემებსაც ეხმაურება. საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და არჩევნების გადადება-არ გადადების საკითხზე საკუთრ პოზიციას აფიქსირებს.

“მინდა ყველას მოგილოცოთ დღეს მარიამობა, ვულოცავ ყველა მარიამს, ჩემს პატარა მარიამს და სრულიად საქართველოს!
 
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოსა და ქართველებისთვის!
 
როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით.
 
თუმცა, ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახების, ახლობლებისა და ჩვენი პატარა ქვეყნის მომავალი თაობების გადასარჩენად არ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, ყველაფერი რისი საშუალებაც გაგვაჩნია ჩვენ პირადად თუ კოლექტიურად. ეს ნიშნავს დაცვის  ყველა საშუალების გამოყენებას: პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას, თავყრილობებისგან თავის შეკავებას. 
 
რა ფასი უნდა ჰქონდეს ქორწილს, დაბადების დღეს, ან  ქელეხს თუ, მას მოჰყვება ჩვენი ახლობლების ინფიცირება, მძიმე დაავადება და შესაძლო გარდაცვალება.  
 
ერთი მხრივ, საკუთარ თავზე ეგოისტურად რაღაცების გვეშინია, და მეორე მხრივ, საკუთარ თავზე ვიღებთ სხვისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენების უდიდეს პასუხისმგებლობას. 
 
აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეს საფრთხე ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება. არ შეიძლება არ დავინახოთ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი ქვეყნისა და მისი დემოგრაფიული მდგრადობისთვის.
 
არ შეიძლება არ გავიმეორო თუ რამდენად აუცილებელია აცრა, რამდენად გვიცავს ის დაავადების, ინფიცირების შემთხვევაში, მძიმე გართულებებისა და გარდაცვალებებისგანაც კი.
 
არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ უარყოფითი პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და ცრუ შიშებს ბადებს, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშავდება და ვრცელდება.
 
ამიტომ  მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა ცოდვა კი არა – სამოქალაქო ვალდებულებაა და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას!
 
მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც  უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა. 
 
ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!” – აცხადებს პრეზიდენტი.https://www.facebook.com/v3.2/plugins/like_box.php?app_id=247337649535039&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df2c94a479221f3%26domain%3Drustavi2.ge%26is_canvas%3Dfalse%26origin%3Dhttps%253A%252F%252Frustavi2.ge%252Ff1cf84a34d06538%26relation%3Dparent.parent&color_scheme=light&container_width=210&header=true&height=80&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Frustavi2&locale=en_US&sdk=joey&show_border=false&show_faces=false&stream=false&width=210pxდღის ამბები28.08.2021 00:23ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა – სალომე ზურაბიშვილი28.08.2021 00:22თალიბანმა ქაბულის აეროპორტის ნაწილი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია28.08.2021 00:17“მინდა ყველას მოგილოცოთ დღეს მარიამობა, ვულოცავ ყველა მარიამს, ჩემს პატარა მარიამს და სრულიად საქართველოს” – სალომე ზურაბიშვილი28.08.2021 00:05საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს მარიამობას აღნიშნავს – კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს27.08.2021 23:04როგორი ამინდი იქნება 28 აგვისტოს საქართველოში – პროგნოზი რეგიონების მიხედვითმეტი 

მსგავსი თემები