„როცა ახალი შემთხვევების პიკი გვაქვს, გარდაცვალების პიკს 2-3 კვირაში უნდა ველოდოთ“ – თენგიზ ცერცვაძე

„თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს მდგომარეობა და ამის შენარჩუნების გზა ჩვენს ხელშია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლების ტენდენცია იქნება სტაბილური“, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი შეფასებით, სახეზეა ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაცია.

„70 და უფრო მეტი გარდაცვლილი საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ბევრია.  უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს გამოწვევასთან – პანდემიასთან, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დააზიანა. 4.5 მილიონზე მეტი გარდაცვლილია მსოფლიოში. ეს ნაკლები შეღავათია ჩვენთვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, გვაქვს ახალი შემთხვევების პიკი.

„გარდაცვალების პიკი ახალი შემთხვევების მატების პიკს ორი, სამი კვირით ჩამორჩება. დღეს გვაქვს ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება, როცა გვქონდა 6-7 ათასი შემთხვევა. ბუნებრივია, ახლად დაინფიცირებული პაციენტების გარდაცვალება იმ დღესვე ან მეორე დღეს, ან თუნდაც ერთი კვირის მერე კი არ ხდებოდა, არამედ 2-3 კვირის მერე. ეს პროგნოზირებადი ფაქტია. როცა გვაქვს ახალი შემთხვევების პიკი, გარდაცვალების პიკს უნდა ველოდოთ 2-3 კვირაში“- განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები