მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 510-ია

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236-ია,  საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 192, აჭარაში – 927, იმერეთში – 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 146, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი,  მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 26, იმერეთში – 20.

3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 – თბილისში, 1 254 – აჭარაში.

50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 69, ხოლო აჭარაში – 5. სულ  6 ოქტომბრიდან – 20 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 086 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 563 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29 458, პირი, აჭარაში – 8 205, იმერეთში – 4 848.

მსგავსი თემები