დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 ინფიცირებული შეიყვანეს

​კორონავირუსით ინფიცირებულის აქტიური მაჩვენებლიდან გამომდინარე, პაციენტები კლინიკების ნაცვლად საველე ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ამ ეტაპისთვის,  დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი მკურნალობს.

დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, აღნიშნული პაციენტები მძიმე პაციენტებს არ მიეკუთვნებიან და საველე ჰოსპიტალში დროებით იმყოფებიან.

„ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა. საუბარია „დელტა“ შტამზე. ინფიცირებულთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია, ნაწილი სტაბილურია. მზად ვართ, მივიღოთ 200 პაციენტი. მედპერსონალი პროპორციულად ნაწილდება დატვირთვის მიხედვით“ – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

მსგავსი თემები