„მამა გიორგის პოზიციას გამოვხატავთ მხოლოდ მისი ოჯახის წევრები“ – თორნიკე მამალაძე

დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაკავებული დეკანოზის სახელით მხოლოდ მისი ოჯახი საუბრობს:

„მიტროპოლიტი ნიკოლოზის გუშინდელმა ლაივმა კვლავ წამოწია დროებით მიყუჩებული “ციანიდის” თემა. ამასთან დაკავშირებით, მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო: მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი რესპოდენტი არსებობს, მამა გიორგის პოზიციას გამოვხატავთ მხოლოდ მისი ოჯახის წევრები.

ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება,“ – წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.

კერძოდ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს.

მსგავსი თემები