“ეს არის პანდემიის 100-პროცენტიანი დასასრული” – თენგიზ ცერცვაძე

ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული, – ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას, რომ წლის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღდეგო მედიკამენტი მზად იქნება.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საეჭვოა წლის ბოლომდე მედიკამენტის კვლევის სამივე ფაზის გატარება მოახერხონ.

„პფაიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა პირდაპირ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ორი ფორმა მედიკამენტის, ინტრავენური, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის და ტაბლეტური, სახლში დარჩენილი პაციენტებისთვის.

ეს ძალიან თამამი განცხადება იყო, რადგან სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევებს რომ ჩავეძიეთ, ჯერჯერობით ეს მედიკამენტი მხოლოდ პირველ ფაზას გადის.

თუ წლის ბოლომდე მართლა მოახერხებს სამივე ფაზის გატარებას, ყოჩაღ მათ, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება.

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც უფრო წინ არიან კვლევაში, ვიდრე ეს პფაიზერის გამოცხადებული მედიკამენტი. მათგან ყველაზე იმედის მომცემია ატლანტაში შექმნილი მედიკამენტი, რომელიც უკვე მესამე ფაზას გადის.

ის ტაბლეტირებული ის ატყუებს ვირუსს. თვითონ ჩაჯდება ვირუსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის მაგივრად, ხოლო თვითონ ის სიცოცხლის უუნაროა.

შესაბამისად, ვირუსი კვდება. თუ აღნიშნულმა პრეპარატმა გაამართლა, მაშინ ჩვენ მივიღებთ არა მარტო ეფექტიან ვაქცინას, არამედ მედიკამენტსაც და ეს ორი კომბინაცია აუცილებელია პანდემიის მოსასპობად“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები