საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 4 163 შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა.