საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 981-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 688 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 21 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები