საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 981-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 688 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 21 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.