ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი გადაისინჯება, სასამართლო პროცესი ჩაინიშნა უკვე ჩაინიშნა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფ ნიკანორ მელიას მელიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. პროცესი, დიდი ალბათობით, სწორედ მის აღკვეთის ღონისძიებას –  პატიმრობის გადასინჯვას შეეხება.

დაცვის მხარისთვის, ამ ეტაპისთვის უცნობია, რატომ ჩაინიშნა სასამართლო პროცესი და ბრალდების მხარე სასამართლოსთვის რა დაკუმენტების წარდგენას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიას ბრალად ედება  20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მისი ხელმძღვანელობა. ის პატიმრობაში გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო მოხვდა.

მსგავსი თემები