„მიბრძანდეს იმ მონასტერში, სადაც გაამწესეს“ – საპატრიარქო დედა სოსანაზე

დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებულ დედა სოსანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ის პატრიარქს ლოცვებში არ მოიხსენიებს.  

„დედა სოსანა არ იხსენიებს პატრიარქს ლოცვებში, რისი უფლებაც მას არ აქვს. ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა. რაც შეეხება მონასტერში მის არშეშვებას, ის განამწესეს სხვა მონასტერში და იქ უნდა წასულიყო. ამიტომ, თუ გაუშვეს სხვა მონასტერში და ვერ მოახერხა იქ შესვლა საიდანაც გაუშვეს, ეს არ არის გასაკვირი. მას უთხრეს წასულიყო სხვა მონასტერში, თუმცა მოისურვა, მოეწყო სცენები. დაემორჩილოს მღვდელმთავარს და უნდა მიბრძანდეს იმ მონასტერში, სადაც გაამწესეს“ – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.  

შეგახსენებთ, რომ დედა სოსანა დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს. ის ეპარქიის ეზოშიც კი არ შეუშვეს და ღამით, წვიმაში გარეთ დატოვეს. მას, დღეს, ეპარქიიდან საკუთარი პირადი ნივთების გამოტანაზეც უარი უთხრეს. თავდაპირველად კი შესთავაზეს რომ პირადი ნივთები სამართალდამცველების თანმხლებით გაეტანა და წასულიყო, რაზეც მან უარი განაცხადა.

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მეუფე სტეფანემ დედა სოსანას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.  

მსგავსი თემები