„2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა?“ – დათო ოქიტაშვილი რუსი ჟურნალისტისთვის კვერცხებით დახვედრაზე

საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე.  

„ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია. თუმცა, ფორმა უნდა იყოს შემუშავებული და იმ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი აფხაზეთი, ოსეთი, დახვედრის ფორმა ცოტა სხვანაირი უნდა ყოფილიყო. რაც ვნახეთ, ის იყო ცუდი. 2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა, მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ? ეს არის ორმაგი სტანდარტები. მიხალკოვი პუტინთან იმაზე გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე ის ადამიანი, ვისთანაც გუშინ ეს ამბავი მოხდა. აფხაზეთიც და ოსეთიც ჩვენია, მათ რამდენიც არ უნდა იყვირონ, ეს ასეა. გული მწყდება, რომ ერთ სტუმარს კვერცხს ვესვრით, ხოლო მეორე სტუმრის ქორწილში, იმავე ქვეყნიდან, შალახოზე ვცეკვავთ“ – აცხადებს ოქიტაშვილი.

შეგახსენებთ რომ რუსი ჟურნალისტი,რომელიც საქართველოში 41 თანმხლებ პირთან ერთად დაბადების დღეს აღსანიშნავად ჩამოვიდა, პროტესტითა და კვერცხებით დახვედრის გამო, იძულებული გახდა, ჩარტერული რეისით უკან დაბრუნებულიყო.  

მსგავსი თემები