“რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ არსებობს, ის ბრიუსელმა გაანადგურა” – სერგეი ლაროვი

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ არსებობს, ის ბრიუსელმა გაანადგურა, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ევროკავშირთან, როგორც ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ არსებობს. ამ ურთიერთობის მთელი ინფრასტრუქტურა ბრიუსელის ცალმხრივი გადაწყვეტილებებით დაინგრა“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ოფიციალური მოსკოვი ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან ინარჩუნებს ურთიერთობას, ამის ფონზე კი, რუსეთის ურთიერთობა ჩინეთთან უფრო სწრაფად ვითარდება.

მსგავსი თემები