„მოსახლეობა მივა თუ არა ასაცრელად, თუნდაც სამედიცინო პერსონალი?!” – ვაქცინაციის მთავარი პრობლემა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში რომ აუცილებლად შემოვა და ეს მიმდინარე თვეში მოხდება, ამას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები უკვე დანამდვილებით ამბობენ, თუმცა, მთავარ პრობლემად ასაცრელებს ასახელებენ. კერძოდ, აიცრება თუ არა მოსახლეობა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ საუბრობს როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები და დარგის სხვა ექსპერტები.

“ვფიქრობ, ჩვენთვის მთავარი პრობლემაა ის, რომ შესაძლოა, სამინისტროს მხრიდან სამუშაო დეტალები საკმარისად გაზიარებული არ ყოფილა. თუმცა, მნიშვნელოვანია რაღაცნაირად გავერთიანდეთ თემის გარშემო. მე იმის პრობლემა და შიში არ მაქვს რომ ქვეყენაში ვაქცინა არ შემოვა, მე იმის შიში მაქვს, მარტში როდესაც ის 40 000 დოზა შემოვა, აპრილში, ჩვენ რამდენად წარმატებით ავითვისებთ მას და მოსახლეობა მივა თუ არა ასაცრელად, თუნდაც სამედიცინო პერსონალი,”- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

იგივე პრობლემაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. მისი ვარაუდით, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ვაქცინისა და ვაქცინაციის მიმართ უნდობლობას თესავენ, რაც ასაცრელ ჯგუფებზე იმოქმედებს.   

მსგავსი თემები