მორიგი ვანდალიზმი – ერთ ღამეში სანიაღვრე ჭის ყველა თავსახური მოიპარეს

თბილისში, გედევანიშვილის ქუჩაზე, ერთ ღამეში სანიაღვრე ჭის ყველა თავსახური მოიპარეს. ასე გამოიყურება დღეს გედევანიშვილის ქუჩა, სადაც, ერთმანეთის მიყოლებით დიდი ორმოებია და რომ არა ადგლობრივების ყურადღება, არაერთი მანქანა თუ ადამიანი გახდებოდა აღნიშნული ვანდალიზმის მსხვერპლი.

ფოტოები „მედიაცენტრმა მთავარმა“ ადგილზე გადაიღო. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ორმოში მანქანა ჩავარდა, როს შემდეგაც მეტი ხილვადობისა და სიფრთხილისთვის ტოტები ჩაარჭვეს და ქვები შემოალაგეს.      

მსგავსი თემები