ხანძარი გორში – ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე, ერთსართულიანი კაპიტალური ხის გადამამუშავებელი საამქროს შენობის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 30 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.