„შსს-მ შეტევა აღკვეთა“ – უწყების განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყებაზე განხორციელებულ კიბერ შეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მედიაცენტრი მთავარი“ შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„23 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა. გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს“ – ვკითხულობთ უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები