ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დღეს ჩამოვა

საქართველოს დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ​ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯავად ზარიფი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს შეხვედრებს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ირანის საგარეო უწყების ხელმღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

ჯავად ზარიფი საქართველოში ​რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. 

მსგავსი თემები